საზოგადოება

ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა

26.12.18 12:30


ზუგდიდის მერიის სერვისების მართვის სამსახურის უფროსს, თენგიზ ქობალიას და მოქალაქე ხუტა ბაღათურიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ქობალიას უფლებადამცველებმა სასამართლოს 60 000, ბაღათურიას შემთხვევაში კი 5000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

უფლებადამცველების განმარტებით არ არსებობდა მიმალვისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირების საშიშროება, ამიტომ შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.

პროკურატურის ვერსიით თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბაღათურიამ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები