პოლიტიკა

ივანიშვილმა "ქართულ ოცნებასთან" საგანგებო შეხვედრა დანიშნა - ვისი პოსტები შეეწირება მწვავე დაპირისპირებას

03.01.19 11:15


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს.

სხდომა პარტია ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება და მას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილის საგენგებო შეხვედრა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ე.წ ძველებსა და ახლებს შორის დაპირისპირებამ პიკს ახალი წლის წინა დღეებში მიაღწია და ეკა ბესელიას საპარლამენტო თანამდებობა - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შეიწირა.

კიდევ ვისი პოსტები შეეწირება მწვავე დაპირისპირებას და გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას პარტიიდან, ეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები