მსოფლიო

გოგჩენის აეროპორტში სამართალდამცველებსა და სამხედრო გადატრიალების მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

18.07.16 15:20


თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში, გოგჩენი​ს აეროპორტში თურქ სამართალდამცველებსა და სამხედრო გადატრიალების მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

როგორც წყარო ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამაფრთხილებელი ცეცხლი აეროპორტის შენობის სიახლოვეს გახსნა, რის შემდეგაც, ამბოხებულთა დაკავება დაიწყო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები