პოლიტიკა

ოკუპანტების ახალი სამიზნე - სოფელ წნელისის ტყეში მავთულხლართების გავლებას გეგმავენ

07.01.19 11:15


რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისში მავთულხლართების გასავლებად ადგილი სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში მონიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ავრცელებს:

„რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და იწყებენ მოსამზადებელ სამუშაოებს სოფ წნელისში, რომელიც ამავე რაიონის სოფელია და ატოციდან დაახლოებით 20კმ ში მდებარეობს.

გუშინ ოკუპანტების მიერ მოხდა სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავება, რომელიც სანადიროდ იყო გამოსული. მას წაართვეს იარაღი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, აუკრძალეს მოცემულ მონაკვეთზე გამოჩენა, რის შემდეგადაც გამოუშვეს.

წყაროს ცნობით, ტერიტორია მონიშნულია და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება მავთულხლართების გავლება.“- განაცხადა დავით ქაცარავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. სუს-ი ამ თემის წამოყენებას ერგნეთის შეხვედრაზე აპირებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები