მსოფლიო

ერდოღანი სიკვდილით დასჯის შესახებ: ხალხი მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება

18.07.16 15:50


თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღებას, იტყობინება სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

მანამდე თურქეთში სასჯელის უმაღლესი ზომის შემოღებაზე განცხადება მთავრობის მეთაურმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში პარტიაში და საკონსტიტუციო საბჭოში იმსჯელებენ.

თურქეთის ხელისუფლებამ 15 ივლისის საღამოს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე განაცხადა. თავის მხრივ სამხედროებმა განაცხადეს ხელისუფლების მათ ხელში გადაცემის შესახებ. 16 ივლისის დილას ამბოხებულმა სამხედროებმა ჩაბარება დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუტჩის მცდელობა ჩაიშალა.

თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 3 ათასამდე ადამიანი, მათ შორის უმაღლესი და საშუალო ჩინის სამხედროები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ბოლო მონაცემებით დაიღუპა 265 ადამიანი, მათ შორის 104 ამბოხებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები