პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონიანი სესხი დაფარა

09.01.19 11:15


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ აღებული მილიონი ლარის ოდენობის სესხი დაფარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სესხი სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში, საარჩევნო პერიოდში აიღო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაერიცხა. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები