საზოგადოება

სოფელ კალაურში ალაზნის სარწყავ არხში ავტომანქანა ჩავარდა – გარდაცვლილია მძღოლი

10.01.19 16:20


გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 62 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ კალაურში ალაზნის სარწყავ არხში მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა, რის შემდეგაც მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს გუშინ საღამოდან ეძებდნენ.

მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის არხიდან უკვე ამოყვანილია.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები