პოლიტიკა

ქართული დროშა ქვეყნის ყველა შენობაზე აფრიალდება

11.01.19 11:00


ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან ან საკუთარი სახლებისა და ავტომობილების სახურავებიდან ქართული დროშა გადმოფინონ.

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს აღინიშნება, რადგან სწორედ 2004 წლის ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ", რომელიც. გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ოფიციალური სიმბოლოა.

„სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო... სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა", - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

ხუთჯვრიანი ქართული დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება. სიძველის მხრივ ის მსოფლიოში, დანიის დროშის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის პერიოდის (1918-1921) დროშა შეცვალა. ეს დროშა იყო ასევე საქართველოს ოფიციალური სიმბოლო 1990 წლიდან.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები