საზოგადოება

GPC 11 იანვრიდან თბილისში 1500 ადამიანს გრიპის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებს

11.01.19 11:15


გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების გამო აფთიაქი GPC პრევენციის მიზნით კომპანიის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

როგორც აფთიაქი აცხადებს, 11 იანვრიდან გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე და გაგრძელდება მარაგის სრულ ამოწურვამდე:

პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში);

ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში);

ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში).

გრიპის ვირუსით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში 13 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვალება გამოწვეული იყო ზოგ შემთხვევაში დაგვიანებული, ზოგ შემთხვევაში კი, თანმდევი მძიმე დაავადებით.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები