პოლიტიკა

ბურჯანაძე: საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აუცილებელია

09.05.16 19:20


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — მიხეილ ჯანელიძისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა აუცილებელია, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს.

მანამდე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგასთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ამას დრო და მომზადება სჭირდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები