პოლიტიკა

დიდი ომი „ოცნებაში“ - რა განაჩენს გამოუტანს ივანიშვილი ამბოხებულ დეპუტატებს

11.01.19 12:15


"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება პიკს აღწევს. მმართველ პარტიაში ე.წ. ძველი და ახალი სახეები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან და აგრესიას ვერ მალავენ.

უკვე ცნობილია, რომ ამბოხებული დეპუტატების ბედს ივანიშვილი მომავალ კვირას გადაწყვეტს.

სწორედ მმართველი პარტიის სხდომაზე გადაწყდება, დარჩებიან თუ გაირიცხებიან გუნდიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ე.წ. ახლებთან დაპირისპირებულ სხვა დეპუტატები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ე.წ კობახიძის გუნდშია და აცხადებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, „ამბოხებულები რას იტყვიან".

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიას, ცქიტიშვილის ინფორმაციით, ათკაციანი სია შესაძლოა, არ დაკორექტირდეს.

დეპუტატი ამბობს, რომ სიის შეცვლა არ შეცვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, მაგრამ თუ იგივე დარჩება, ამ საკითხზე ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

,,შემადგენლობა პროცედურულად შეიძლება დარჩეს და ამას ვუყაროთ კენჭი, ან ახალი სია წარმოადგინონ ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი პროცესი წარიმართა პარლამენტში. ეს არის საპარლამენტო პროცესი და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პარლამენტი თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია,"-განაცხადა ცქიტიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები