საზოგადოება

მოსკოვის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11.01.19 13:00


მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის მცდელობისთვის დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 9 იანვარს მოხდა.

დაკავებული მესაზღვრეს 50 ათას რუბლს რუსეთის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქის შეშვებისთვის სთავაზობდა, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აქვს აკრძალული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე შეატყობინეს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები