საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი იტალიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

11.01.19 17:00


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნინო თანდილაშვილმა იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი საკითხები უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რაც ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ იტალიის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვის, მონიტორინგის სადგურების შეძენისა და ინსტალირების, ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევებისა და შესაფუთი მასალების ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვის პროექტების განხორციელება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი და სააგენტოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები