მსოფლიო

ერევანში სასწრაფო დახმარების მანქანები შეიარაღებულთა დაკავებულ ტერიტორიაზე შევიდნენ

18.07.16 17:20


ერებუნის საპატრულო-საგუშაგო პოლკის ტერიტორიაზე, რომელიც შეიარაღებულ ჯგუფს აქვს აღებული, ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიდი სიჩქარით შევიდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ შენობაში რაღაც მოხდა და არიან დაშავებულები.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არც დადასტურებულა და არც არავის უარუყვია, რადგანაც პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პოლიცია და შეიარაღებული დაჯგუფება ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

17 ივლისს, დილით, ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, პოდპოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და პრაპორშჩიკი გაგიკ მკრტიჩიანი. მძევლად რჩება ხუთი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილეა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2422


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები