პოლიტიკა

ზურაბიშვილი: არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ

11.01.19 18:00


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მისი პრეზიდენტად არჩევა არც ერთი პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ არის.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან მისი არჩევა მმართველი გუნდის დამსახურებაა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "არც ერთი პარტიის დამსახურება არ არის ჩემი პრეზიდენტად არჩევა. მე ქართველმა ხალხმა ამირჩია".

ზურაბიშვილის თქმით, თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ ამას ქართველი ხალხი ისურვებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები