მსოფლიო

სომხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

14.01.19 14:00


სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დანიშნა.

სარქსიანის შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

2018 წლის ნოემბერში მთავრობის გადადგომის შემდეგ, ფაშინიანი პრემიერის მოვალეობას ასრულებდა.

სომხეთის კონსტიტუციის 149-ე მუხლის მიხედვით, პრემიერს პრეზიდენტი ნიშნავს.

დღეს, სომხეთში ასევე მე-7 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები