ეკონომიკა

საიდან და რამდენ ფულს აგზავნიან საქართველოში

16.01.19 11:15


ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების ოდენობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2018 წლის დეკემბერში 9,1%-ით გაიზარდა და 150,9 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – 2018 წლის დეკემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმოირიცხა დაახლოებით 43,8 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,7%–ით ნაკლებია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან დეკემბერში 29% იყო.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-დეკემბერში 14,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 0,5%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-დეკემბერში დაახლოებით 457,5 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის დეკემბერში გადარიცხულია 21,7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის 9,3%-ით მეტია. მთლიანობაში 2018 წლის 12 თვეში საქართველოდან დაახლოებით 229,6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები