საზოგადოება

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

17.01.19 14:45


იაშვილის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კლინიკის მენეჯერმა ეკა გუგეშაშვილმა განუცხადა, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

„წუხელ, შემოყვანის დროს ერთ ბავშვს საოპერაციოში გადაუსხეს სისხლი, ასევე დილას, გამთენიისას დასჭირდა სისხლის გადასხმა. საუბარია, იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ბავშვზე. „იმედის კლინიკაში“ მოთავსებული ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე სისხლი მასაც გადაუსხეს. მოვუწოდებთ მოსახლეობას - სისხლის გაღებისკენ, რომ მარაგი ცოტა გავზარდოთ, არ ვიცით რაში დაგვჭირდება. დღეისათვის მარაგის რაოდენობა მინიმუმამდეა“, - აცხადებენ შპს „სისხლის ბანკში“.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები