საზოგადოება

გორში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

17.01.19 15:00


გორში, ვოლოგდის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება. შემთხვევა 16 იანვარს დაახლოებით 21 საათზე მოხდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, qartli.ge-ს ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გორის შს სამმართველოში გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტებზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები