საზოგადოება

მოსკოვში ავიამიმოსვლა შეფერხდა, თბილისი-მოსკოვის რეისები გეგმიურად შესრულდება

17.01.19 15:15


რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ 17 და 18 იანვარს 26 შიდა და საერთაშორისო რეისებს აუქმებს.

ამის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

კერძოდ, 17 იანვარს გაუქმდა რეისები მურმანსკში, არხანგელსკში, სოფიაში, ლიონში, ტალინში, ანტალიაში, ანაპაში, ოსლოში, ვენაში, კაზანში, როსტოვში, სტამბოლსა და პრაღაში. ანალოგიური შეზღუდვა შეეხება იმ რეისებს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.

ამასთან, ავიაკომპანია „აირზენა“ მოსკოვის მიმართულებით რეისებს არ აუქმებს.

ამის შესახებ „პირველს“ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

რუსეთის „ჰიდრომეტცენტრის“ ინფორმაციით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 17 და 18 იანვარს ქარბუქი, ლიპყინული და ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. გარდა ამისა, რუსეთის დედაქალაქში ხილვადობა გაუარესდება, ტემპერატურის ფონი კლიმატურ ნორმას რამდენიმე გრადუსით გადააჭარბებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები