პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა

17.01.19 15:30


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია, სამძიმარი გამოუცხადა. როგორც საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფაშინიანმა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

„ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ხალხს. დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს უსურვა სიძლიერე და მოთმინება, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები