ეკონომიკა

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი ავიარეისი ხვალ შესრულდება

17.01.19 17:30


ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 18 იანვარს, პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით შეასრულებს.

ავიახაზის გახსნის საზეიმო ცერემონიას მაღალი დონის სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ანკარაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენიაზგანი დაესწრებიან.

ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები