საზოგადოება

განათლების სამინისტრო სწავლის დაწყების წინ სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს

18.01.19 11:30


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სასწავლო პროცესის განახლების წინ სკოლებს რეკომენდაციებს აძლევს.

სამინისტრო აცხადებს, რომ ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლის დაწყებამდე სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესამამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამინისტრო კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.

ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“,- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები