პოლიტიკა

21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

18.01.19 12:30


21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტი ბრიუსელში შედგება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები