საზოგადოება

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში – გაზის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

18.01.19 12:45


კიდევ ერთი აფეთქება თბილისში – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა გეთიას ქუჩაზე, რასაც ხანძარი მოჰყვა.

მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა. აფეთქების დეტალები ადგილობრივებმა “კურიერთან” დეტალურად გაიხსენეს.

„რომ გამოვედი ცეცხლი ეკიდა უკვე, “კალონკა” ჩაირთო თვითონ, ოდნავ იყო დატოვილი ონკანი ღია. ხანძარი გაჩნდა… ბავშვები გამოვიყვანე სახლიდან, არავინ დაშავებულა,“ – ამბობს დაზარალებული, ემზარ დავითაშვილი.

აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი, ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები