ეკონომიკა

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18.01.19 13:40


საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა, სხვა მაღალი დონის სტუმრები და მედიიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცერემონიის დასრულების შემდგომ, საქართველოს ელჩი პირველი საპატიო სტუმრის სტატუსით აღნიშნული რეისით გაემგზავრათბილისში.

ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველიშემთხვევა, როდესაც შესრულდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობსსაქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები