პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18.01.19 14:45


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

საუდის არაბეთის დელეგაციას სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფაიეზ ბინ აბდულლა ალ-შეჰრი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას თბილისში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ელჩი ახლო მომავალში შეუდგება დიპლომატიურ საქმინობას საქართველოში. ასევე აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები