პოლიტიკა

თბილისში “განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება” – სამინისტრო

18.01.19 15:20


თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი – „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ინიციატივა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს, 18 იანვარს, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს.

უწყების თანახმად, ახალი ქალაქი დიდ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და “რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება”.

“საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები,კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი”, – აცხადებს სამინისტრო.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები