საზოგადოება

თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა

18.01.19 16:20


თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში ზამთრის არდადეგების პერიოდში, სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს აღსაზრდელებს ბაღებში კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდა N24, N27, N2, N12, N31, N46, N53, N67, N77, N107, N116, N123, N150, N176, N182, N216 ბაგა-ბაღებში, სადაც საჭიროებისამებრ, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის დაზიანებული ქსელები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავებს, გარემონტდა ღონისძიებებისა და სპორტული დარბაზები, სააღმზრდელო ჯგუფები და საპირფარეშოები.

„სააგენტო პერიოდულად, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბაგა-ბაღებში სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს. საბავშვო ბაღი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს არის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად, 200-დან 900-მდე ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. შესაბამისად, ის მუდმივად საჭიროებს განახლებას, ინვენტარის შეცვლა-დამატებას და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. ჩვენ აქტიურ მონიტორინგს ვახორციელებთ და შემდგომი რეაგირებისთვის საჭიროებებს ვავლენთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

სარემონტო სამუშაოების გარდა, გასულ თვეში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოებისთვის ელექტროღუმელები, ელექტროქურები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები