პოლიტიკა

„მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან" - პრემიერი მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

18.01.19 16:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომელიმე ჯგუფმა მოსამართლეების სიის შესახებ დაწყებული საკითხის „უკანონო პრივატიზება“მოახდინოს.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისთვის აუცილებელია კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა.

„ჩემთვის მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან ეს არის საერთო საზრუნავი.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერა და დადგენა საერთო ჩართულობით, რომლის მიხედვითაც, იქნებიან შერჩეული შესაბამისი მოსამართლეები.

საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში, ეს დრო საქართველოში დასრულდა, დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს იმ დროში, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს ისე ალაგებდა, როგორც სურს. მივისწრაფით ევროპისკენ, რეფორმებს, რომელიც ხორციელდება, აქვს დადებითი შეფასება ევროპელი პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძე.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები