პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი“ კიდევ ერთხელ წარადგინეს

18.01.19 17:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი“ კიდევ ერთხელ წარადგინეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზალკალიანმა განაცხადა, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

„აშშ-ს ახლად არჩეული კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ კონელიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კისინგერმა, კიდევ ერთხელ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს ფაქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, ორივე პალატაში, საქართველოს საკითხი პრიორიტეტული საკითხების დღის წესრიგში დგას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ახალ თანათავმჯდომარეებს ორივე პარტიიდან. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები