საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

21.01.19 11:15


სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 17:00 საათზე დაიწყო.

პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. ილია მეორეს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის, ნათლობის რიტუალის დასრულების შემდეგ ელოდებიან.

საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 37 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები