პოლიტიკა

"გრიპის ვირუსის რადიკალური კლება არ გვაქვს, წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისთვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა" - გამყრელიძე

21.01.19 12:45


გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა შემცურდა, თუმცა რადიკალური კლება არ შეინიშნება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წითელას აფეთქების შეჩერების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლელია მოსახლეობამ შესაბამისი აცრა ჩაიტაროს.

„გრიპთან დაკავშირებით შეჯამდა იანვრის მესამე კვირის მონაცემები, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დიაპაზონშია, რაც მეორე კვირაში.

ტენდენცია კლების არის გრიპის, მაგრამ რადიკალური კლება არ გვაქვს.

წითელას ავადობასთან დაკავშირებით, კლება არ შეინიშნება. ამიტომ, არის მოწოდება, წითელას ეპიდაფეთქება რომ შევაჩეროთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია,“-ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები