პოლიტიკა

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

21.01.19 13:00


21-25 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია გაიმართება. სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი დღე საარჩევნო პროცესებზე სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის განხილვას დაეთმობა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს გაეცნობიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სესიის ფარგლებში სხვადასხვა კომიტეტის და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, რომელზეც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების საკითხებზე დებატები გაიმართება.

ზამთრის სესიას, დელეგაციის წევრები ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დაესწრებიან.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები