საზოგადოება

საქართველო მსოფლიო მასშტაბის 5-დღიან კონგრესს უმასპინძლებს

21.01.19 13:30


2019 წლის 20-დან 25 იანვრამდე საქართველო მსოფლიო მასშტაბის 5-დღიან კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესს მსოფლიოს 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ასეული ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი დაესწრება. აღნიშნულ პერიოდში, საქართველო მოექცევა მსოფლიო ტურიზმის სფეროს ეპიცენტრში და მიიქცევს ყურადღებას, როგორც ტურიზმის ბიზნესისთვის(MICE) ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობის ქვეყანა.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის საქართველოში გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს გიდების ასოციაცია – ტურისტული გიდების პროფესიული გაერთიანება, რომელიც 2010 წლიდან გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრია. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ორ წელიწადში ერთხელ მართავს მსოფლიო მასშტაბის მქონე კონგრესს.

2017 წლის იანვარში, ხანგრძლივი, მკაცრი და შრომატევადი საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, თეირანში გამართულ კონგრესზე კენჭისყრის შედეგად, გადაწყდა, რომ მორიგი, 2019 წლის გიდების ფორუმი სწორედ საქართველოში ჩატარდებოდა.

საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები.

კონგრესის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, მონაწილეები საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და ქართულ კულტურასა თუ ტრადიციებს გაეცნობიან. ჯამში, სტუმრები საქართველოში ორ კვირამდე დარჩებიან.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი სასტუმრო „ბილტმორში” ჩატარდება. ოფიციალური გახსნის ცერემონია 21 იანვარს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდეა დაგეგმილი, ხოლო დახურვის ცერემონია – 24 იანვარს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები