საზოგადოება

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

21.01.19 13:45


რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დღეს, რუსთავის მე-17-ე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული 10 წლის გოგონაა, რომელიც ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე პაციენტს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, „სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები