პოლიტიკა

ვლადიმერ კონსტანტინიდი: ელ სალვადორის მხარე არ ადასტურებს, რომ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე ფორმით ურთიერთობას განიხილავდნენ

21.01.19 14:15


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ელ სალვადორის მხარე არ ადასტურებს, რომ ისინი რაიმე ფორმით განიხილავდნენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას:

„ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკაში, რომელიც ფარავს ასევე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს და კერძოდ ელ სალვადორს, გაემგზავრა იქ და შეხვდა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელბს.შესაბამისი განმარტებები გაკეთდა ელ სალვადორის მხარისგან. არანაირი განცხადება ელ სალვადორის მხრიდან, ან დადასტურება იმისა, რომ ისინი განიხილავდნენ რაიმე ფორმით ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას, არ მომხდარა. არც ელ სალვადორის პრესაში გაშუქებულა აღნისშნული ინფორმაცია“,-განმარტა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები