პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი - კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის ვიზიტით

21.01.19 14:30


კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის ვიზიტით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აღნიშნული ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია. საქართველო მოწინავე სახელმწიფოა რეფორმების გატარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია. ყოველთვის ვამბობ, რომ რთულია იყო მოწინავე სახელმწიფო და აღნიშნული სტატუსი უნდა დამტკიცდეს რეფორმების განხორციელებით. ვიცით, რომ სიტუაცია მარტივი არ არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო, ადგილი აქვს ბორდერიზაციას და მიუხედავად ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები. მთავრობამ და ახალმა პრეზიდენტმა ეს ადგილზე კონკრეტული ქმედებების გატარებით უნდა დაამტკიცონ. ზუსტად ამას ველოდებით საქართველოსგან“, - განაცხადა მან.

21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები