საზოგადოება

საპატრულო პოლიცია გუდაურში წამსვლელებს აფრთხილებს

21.01.19 14:45


მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა, თუმცა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებითა და დაბალი სიჩქარით, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა.

ამ დროისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები