საზოგადოება

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

21.01.19 15:00


ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

ტელეწამყვანი საზღვარგარეთ, ბუდაპეშტში იმყოფებოდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ჯაკოს მეგობრები საურობდნენ, რომ ლევანს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. თრომბი გახდა.

ლევან ჩხაიძე 34 წლის იყო.

"ნიუპოსტი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და უსამძიმრებს ჯაკოს ოჯახსა და მეგობრებს.

აღსანიშნავია, რომ "ნიუპოსტი" სამწუხარო ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ლევან ჩხაიძის ოჯახმა ამ დრომდე არაფერი იცოდა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები