საზოგადოება

ენგურის ხიდზე დილიდან რიგები იყო

21.01.19 16:20


ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ. ხალხი ხიდთან დილიდან შეიკრიბა, თუმცა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს.

ე.წ. გამშვებ პუნქტთან ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა სოფლიდან 100-ზე მეტი მოქალაქე იდგა, მათ შორის ბავშვები და სტუდენტები.

„დილის ცხრა საათიდან აქ ვდგავარ, გვეგონა, რომ დღეს გაიხსნებოდა.

უმეტესობა სახლებში დაბრუნდა. ნაწილი ვრჩებით, რაღაცას თათბირობენ.

კიდევ ორი თვე არ გაიხსნებაო“, - თქვა გალის მკვიდრმა.

მისივე ცნობით, ზუგდიდში მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც ე.წ. სპეციალური საშვი ან ჯანმრთელობის ცნობა აქვს. გადასვლა ასევე დაშვებულია ზუგდიდიდან აფხაზეთისკენ მიმავალთათვის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა.

ამის მიზეზად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“ დასახელდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები