პოლიტიკა

ირაკლი ალასანია – ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წელია გაჩნდა

09.05.16 19:45


„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წელია გაჩნდა, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადება, ხომ არ აჩენს კითხვებს ქვეყნის კურსთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მეჭიაურისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობის 70% აბსოლუტურად საპირისპიროდ ფიქრობს.

„ნატო ეს არის უსაფრთხოების ის ორგანიზაცია, რომლის წევრები მშვიდობიანად ვითარდებიან. ეს ყველაზე წარმატებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსია და ამ ალიანსისკენ სვლა ჩვენს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები ორი წელია გაჩნდა. მე მგონია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული საზოგადოება გასცემს მას პასუხს, ვისაც არ უნდა საქართველო ევროპაში“, – განაცხადა ალასანიამ.

ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.


წყარო : /www.primetimenews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები