მსოფლიო

დავოსში ფაშინიანის და ალიევის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

23.01.19 11:45


შვეიცარიის დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესის მიმდინარე მდგომარეობა განიხილებოდა.

როგორც ილჰამ ალიევმა დავოსში განაცხადა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელების სრულფორმატიანი მოლაპარაკება არ გამართულა, თუმცა რამდენიმე „სასარგებლო საუბარი შედგა“.

22 იანვარს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 25 იანვარს მოსკოვს ეწვევა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები