მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ ერთი მაღალი რანგის დიპლომატი უეს მიტჩელი ტოვებს

23.01.19 16:05


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხს კურირებდს, თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მიტჩელის წერილზე დაყრდნობით The Washington Post წერს.

მიტჩელი თავის პოსტს 15 თებერვალს დატოვებს. მის წერილშია აღნიშნულია, რომ თანამდებობიდან წასვლა დაკავშირებულია პირად და პროფესიულ მიზეზებს, და არ წარმოადგენს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის, ან მისი საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს.

სახელმწიფო მდივნის პირველი თანაშემწე მიტჩელი 2017 წლის სექტემბერში გახდა. მის პასუხისმგებლობაში შედიოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობა.

მიტჩელი არ არის პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც ბოლო პერიოდში აშშ-ის ხელიუფლება დატოვა. მიტჩელის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე თანამდებობა დატოვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ჯიმ მატისმა, თუმცა მისი წასვლის მიზეზი ის იყო, რომ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა მოკავშირეებთან და ალიანსებთან დამოკიდებულების შესახებ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები