საზოგადოება

სადავო ეკლესია – საქალაქო სასამართლო სომხური ეპარქიის სარჩელს განიხილავს

24.01.19 12:15


საქალაქო სასამართლოში სადაო ეკლესიის საქმის სხდომა გაიმართება.

საუბარია მარჯანიშვილის 38 ნომერში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ საჯარო რეესტრმა საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში დაარეგისტრირა. მომჩივანი კი სომხური ეპარქიაა, სადაც ამბობენ რომ ამ ტერიტორიაზე 1867 წელს თანდოიანცების ოჯახმა ე.წ. სომხური ტაძარი ააშენა და ახლა მხოლოდ ნანგრევებია.

მხარემ ალტერნატიული ისტორიული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მათი მტკიცებით დასტურდება, რომ აღმაშენებლის 38 ნომერში მართლმადიდებლური ეკლესია არასოდეს ყოფილა.

სომხური ეპარქია, ადგილობრივი სასამართლო დავების დასრულების შემდეგ, საკუთრების უფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები