მსოფლიო

თურქეთის პარლამენტი თავდასხმის საფრთხის ქვეშაა

18.07.16 22:00


შესაძლო თავდასხმის მუქარის გამო თურქეთის პარლამენტის შენობაში ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მეჯლისის დეპუტატმა ზია პირმა განაცხადა.

„თავდასხმის შესახებ ვაცნობეთ… მეჯლისში ევაკუაცია მიმდინარეობს“, — განაცხადა„ტვიტერის“ თავის ოფიციალურ აკაუნტში დეპუტატმა პროქურთული პარტიიდან ზია პირმა.

შენობაში მყოფი დეპუტატები იქიდან გამოდიან“, — დაწერა მან მოგვიანებით.

15 ივლისს საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

თურქეთის ხელისუფლებამ 16 ივლისს დილით განაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები