საზოგადოება

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

25.01.19 15:00


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყებამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერში შექმნეს ჯგუფები – ე.წ. “drug-shop”-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა “მატანგაზე” – ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული – მ.ს. – აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა

„პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში” ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო” და ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ“, რომლებიც განკუთვნილი იყო “ტელეგრამში” არსებული ჯგუფების – ე.წ. “drug-shop”-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

„აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული “drug-shop”-ების ე.წ. “დამდებია“. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ,“ – განაცხადა ბორცვაძემ.

გარდა ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემის გამოვლენისა, საგამოძიებო უწყებამ ფონიჭალის დასახლებაში 3 ნარკორეალიზატორიც დააკავა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები