საზოგადოება

ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეების საკითხი – ტაძრის წინამძღვარი საპატრიარქოში შეხვედრას გამართავს

28.01.19 12:45


ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეების დაანონსებული აქცია აღარ გაიმართება, თუმცა ტაიმაუტი შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს. მოვაჭრეებს ტაძრის საძმომ ერთდღიანი ვადა სთხოვა, რა დროსაც მონასტრის წინამძღვარი შეხვედრას საპატრიარქოში გამართავს.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას მოვაჭრეები. არ არის გამორიცხული, მათ ალტერნატიული ადგილი შესთავაზონ. იმ შემთხვევაში თუ დღევანდელი შეხვედრა საპატრიარქოში მოვაჭრეების სასარგებლოდ არ გადაწყდა, ისინი ფართო მასშტაბიან აქციებს აანონსებენ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები