საზოგადოება

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომხდარი სროლისას დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა

19.07.16 14:50


აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეზოში ორმხრივი სროლისას დაჭრილი ერთ-ერთი პირი – არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამაგეიშვილს დაახლოებით 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის სოდის ყოფილი თანამშრომელი იყო.

რაც შეეხება პირს, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს ესროლა, გია ბარამიძის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთიძეა. „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის დროს მამაგეიშვილს სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც, მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა.

დაჭრილია ასევე თავდამსხმელი ანთაძე, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნა.

„კვირასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები