ეკონომიკა

World SME Forum საქართველოში საპილოტო პროექტს განახორციელებს

19.07.16 15:20


საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმი (World SME Forum) საპილოტო პროექტს განახორციელებს, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და WSF ხელმძღვენელის ტუნჩ უიანიკის შეხვედრაზე, იუწყება ორშაბათს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.

მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმის ხელმძღვანელი თბილისში სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით იმყოფება.

პროგრამა სამ ნაწილს აერთიანებს, ესენია: ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო ბაზრებში ჩართულობა და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევის მომზადება იყო. ეს დოკუმენტი პროგრამის განხორციელებას დაედება საფუძვლად“,-იუწყებიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში.

მსოფლიო ფორუმი მსოფლიოს დიდი ოცეულის ინიციატივის ფარგლებში გასულ წელს დაარსდა. ფორუმის მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი, ევროკომისია, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ცენტრი და სხვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები